სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის ბრძანება 41/30
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის
N 382/02-01 21.11.2025 ბრძანებით პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ წესის საფუძველზე.
ვბრძანებ
განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N 382/02-01 21.11.2025 ბრძანების შესაბამისად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტიპენდიის მოსაპოვებლად 132 დასაფინანსებელი სტუდენტის შერჩევა;
დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ქარაია-სამეცნიერო სამსახურის კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი- კომისიის თავმჯდომარე;
თეონა თაბუაშვილი -წამყვანი სპეციალისტი; კომისიის მდივანი
მაია კოტრიკაძე - უფროსი სპეციალისტი;
თამარ გოგორიშვილი-უფროსი სპეციალისტი;
ნათია დათიაშვილი-მთავარი სპეციალისტი;
თამარ ქარსაულიძე-წამყვანი სპეციალისტი;
თეა ხუნდაძე-უფროსი სპეციალისტი;
საბუთები მიიღება: 24-27 ნოემბრის 16 საათამდე VI კორპუსი, # 201
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2 დეკემბრს
ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა ;
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.